მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

602e66a0ccfd4
BM.GE
18.02.21 17:05
2182
პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ და უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად მათ ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად, მისი წარდგენის საფუძველზე დაამტკიცა.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ სადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა შს მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. ის გამორჩეული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია, რომელსაც წარმატებით შეუძლია გაუძღვეს მთავრობის საქმიანობასაც და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. წარმატებები მას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა დამტკიცდება კანონით დადგენილ უმოკლეს ვადებში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დღეს დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილი კი პრემიერის პოსტს მანამდეც 2013-2015 წლებში იკავებდა, 2019 წლიდან კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეჭირა. 2012-2013 წლებში ის შს მინისტრი იყო.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა საკუთარი მინისტრთა კაბინეტი უნდა წარადგინოს, რომელიც შემდეგ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.