საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ დახარჯული იყო 94 მლნ ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სახელმწიფო შესყიდვები ბევრი სპეკულაციის თემა გახდა. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო შესყიდვებზე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ დახარჯული იყო 94 მლნ ლარი და ამ თანხიდამ 90% იყო გამოყენებული მხოლოდ კოვიდთან და ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინფორმაცია, ამ შესყიდვებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დაინტერესებული პირისთვის, რათა მისი ეფექტურობა შეაფასოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.