გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ორადგილიანი უპილოტო აეროტაქსის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ელექტროძრავებზე მომუშავე ვოლოკოპტერი-ტაქსის საჩვენებელი ფრენა Mercedes-Benz-ის მუზეუმის მახლობლად შედგა. გერმანელები საფრენი ტაქსების დანერგვით გარემოს დაბინძურების შემცირებასა და საცობების გამუხტვას პროგნოზირებენ.