მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სერგი გვარჯალაძის მიერ შემუშავებული ღამის ეკონომიკის სტრატეგია არარელევანტური გახდა"

60d304d4aa6d8
ინგა მურუსიძე
23.06.21 14:00
4714
"სერგი გვარჯალაძის მიერ 2.5 წელიწადში შემუშავებული ღამის ეკონომიკის სტრატეგია არარელევანტურია“, - შესაბამისი განცხადება დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გააკეთა. მისი თქმით, სტრატეგია ნამდვილად არსებობს და მასში დასამალი არაფერია, თუმცა ამჟამად, მერია ღამის ეკონომიკის წარმომადგენლების დახმარებით არის დაკავებული და სტრატეგიაში გაწერილი საკითხები არარელევანტურია.

„ღამის ეკონომიკის სტრატეგია, რომელიც გაკეთდა, გახდა არარელევანტური, რადგან პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. სტრატეგიაში იყო ისეთი საკითხები, როგორიც არის პოპულარიზაცია, მხარდაჭერა, მეტი ტურისტების ჩამოყვანა, თუმცა დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ სექტორი ბოლომდე არც გაიხსნა, შესაბამისად, არარელევანტურია ის აქტივობები, რაც ნავარაუდევი იყო და ჩვენი ფოკუსი გადმოვიდა იმაზე, როგორ დავეხმაროთ მათ. მაგალითად, აქტიურად ვეხმარებით რეგულაციების შესრულების მიმართულებით“, - განაცხადა ანდრია ბასიალაიამ.

კითხვაზე - რატომ დასჭირდა ამდენი წელი სტრატეგიის წერას და პანდემიის დასრულების შემდეგ, გაიწერება თუ არა ახალი პრიორიტეტები, ანდრია ბასილაია პასუხობს: “ამ ეტაპზე ახალი სტრატეგიის დაწერაზე არ ვფიქრობთ“.

საქმე ის არის, რომ 2018 წლის მარტში თბილისის მერმა კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის მენეჯერად სერგი გვარჯალაძე წარადგინა. მას კალაძემ ღამის ეკონომიკის განითარების სტრატეგიის დაწერა დაავალა. დანიშვნიდან 2.5 წლის შემდეგ, 2020 წლის ივლისში სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, რომ სტრატეგია უკვე მზად იყო, თუმცა იმავე წლის აგვისტოში ის თანამდებობიდან გადადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები