დღეს მთავრობა ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების პროგრამის შემდგომი გაგრძელების 3 წლიან გეგმას განიხილავს და დაამტკიცებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლისთვის ქვეყნის 90% გაზიფიცირებული იქნება.
„ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 წლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც 2021 წელს სრულდება. ჩვენ ბევრი ვიზიტების შემდეგ ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოსახლეობაში მოთხოვნა არსებობს და დღეს უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი 3 წლიანი გეგმა, რომელიც 2022-2024 წელს შეეხება და ფაქტობრივად ამის დასრულების შემდეგ ქვეყნის გაზიფიცირება ფაქტობრივად 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული, რითიც საქართველოს ევროპაში გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება და ეს იქნება დაახლოებით 90% “, - განაცხადა პრემიერმა.