მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვთ და რას საქმიანობენ რუსები საქართველოში? - სოციოლოგიური კვლევა

635bcf080dcf9
BM.GE
28.10.22 16:53
2430
გერმანიის ეკონომიკურმა გუნდმა CRRC-ისთან პარტნიორობით, რუსი და ბელარუსი მიგრანტების სოციოლოგიური კვლევა მოამზადა, რომელიც 2022 წლის ივლისის მდგომარეობით არსებულ სურათს ასახავდა. კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში შემოსული რუსების 59% IT და საკომუნიკაციო სექტორებში საქმიანობს, 15% პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური მიმართულებით მუშაობს, 5% კი - განათლების სფეროში.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში შემოსული რუსების 72% თბილისში ცხოვრობს, 27% კი - ბათუმში. ამასთან, მიგრანტების უდიდესი ნაწილი (65%) ქვეყანაში პარტნიორთან ერთად შემოვიდა, ხოლო მათი შინამეურნეობის შემოსავალი თვეში საშუალოდ 2600 დოლარს შეადგენდა, ხოლო საშუალო ხარჯები თვეში - 1,600 დოლარს შეადგენდა. ამავე კვლევის თანახმად, რუსები ამ პერიოდში საქართველოში ბინის დაქირავებაზე თვეში საშუალოდ 590 დოლარს ხარჯავდნენ.

კითხვაზე რომელი ქვეყნის დამსაქმებლისთვის მუშაობენ, პასუხები ასე ნაწილდება:

• რუსეთი - 24%;
• საქართველო - 21%;
• აშშ - 12%;
• ბელარუსი - 10%;
• დიდი ბრიტანეთი - 4%;
• კვიპროსი - 1%;
• ლიეტუვა - 1%.

სოციოლოგიური კვლევა ეფუძნება 366 ინტერვიუს, ბელარუსის და რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში გადმოვიდნენ. კვლევა პირისპირ და ონლაინ სახით 15-23 ივნისის პერიოდში ჩატარდა. კვლევის დოკუმენტში მითითებულია, რომ მიღებული შედეგები არ შეიძლება განზოგადდეს მთლიანად იმ პოპულაციაზე, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები