მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გაიხსნება დაკეტილი აგრარული ბაზრები - მინისტრის განმარტება

5e8c823bd5ef8
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.20 17:45
1670
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო შტაბის მიერ აგრარული ბაზრების დროებითი დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აუცილებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ თითოეული აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული და დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებს.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს შემდეგს - იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად იცვლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად და მიიღება ადეკვატურად იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ქვეყანაში, მათ შოროის გათვალისწინებულია ექიმების მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო, აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ძირითადად აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული, თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტაც შეეძლებათ ადგილზე არსებულ სპეციალურ შტაბებს, რომლებიც რეგიონულ ჭრილში გუბერნატორებთან ერთად არსებობს.

აგრარული ბაზრობების ფუნქციონირება შესაძლებელია იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში და შედეგად, რომელიც გუშინ დღის განმავლობაში სეს-მა შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტოსთან.

გადაწყვეტილება იყო მიღებული, მათ შორის თბილისის აგრარული ბაზრების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს უკავშირდებოდა მყისიერად იმ რისკებს, რომლებიც არსებობდა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით იმისთვის,რომ ჩატარებულიყო სწრაფად სადეზინფექციო სამუშაოები და მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია სეს-ის ხელმძღვანელის დამტკიცებულ სტანდარტში, მაშინ ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას ძირითადად საბითუმო პლატფორმის ფორმატში და იმ რეჟიმით, რომელიც გაწერილია სტანდარტში.

სტანდარტში მოცემულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წაეყენება ბიზნეს ოპერატორს ანუ აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ მათ მოახდინონ მკაცრად იმ წესების დაცვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად - ეს უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური და სანიტარული პირობების მკაცრ დაცვას, სადეზინფექციო სამუშაობის ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას; ეს უკავშირდება ადგილზე სანიტარული საშუალებების არსბებობას; უკავშირდება მათ შორის თითოეული მოვაჭრე პერსონალის მიკვლევადობას - მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას; იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს მოვაჭრე პერსონალის წარსული საქმიანობა მათი კონტაქტები, ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს სად იმყოფებოდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის ისტორია, როგორ კონტაქტში და ვისთან იმყოფებოდნენ ისინი ბოლო 14 დღის განმავლობაში; კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვება ასეთ ბაზრებში; 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის, ასევე, არსებობს შეზღუდვები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჯანდაცვის რისკებიდან გამომდინარეობს. უპირველესი პრიორიტეტი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა ჩვენს ქვეყანაში.

სტანდარტში გათვალისწინებულია ვაჭრობის წესები, მათ შორის დახლებს შორის დისტანციები, მოვაჭრეების დისტანცირება. იმ შემხთვევაში თუ პატარა სივრცეებია, უნდა შედგეს სურსათით ვაჭრობის გეგმა გრაფიკი, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმდება.

თითოეული აგრარული ბაზარი იმუშვებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტაბების გადაწყვეტილებით, ანუ უნდა შეთანხმდეს, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტთან და  დაცული უნდა იყოს ის სტანდარტი, რომელიც სეს-მა განსაზღვრა.

სტანდარტი განსაზღვრავს მოვაჭრეთა ქცევის წესებსაც. სანქციები განისაზღვრება ამ სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის დადგენილებით 181-ე დადგენილებით განსაზღვრული სანქციები“, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები