მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადიოქალაქის პროექტი "აჭარა ჯგუფმა" ერთი წლით გადაავადა

5f05a13fddab5
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.20 19:43
1738
რადიოქალაქის მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობა-განვითარება ერთი წლით გადავწიეთ - განუცხადა BM.GE-ს "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

მისი განმარტებით, მიზეზი პანდემია და შექმნილი ფინანსური მდგომაროებაა.

"ჩვენ მივმართეთ თბილისის მერიას, რომ პროექტის განხორიელების ვადა პანდემიის გამო ერთი წლით გადაგვეწია, შესაბამისად, თუ პროექტი 4 წელიწადში უნდა დაგვესრულებინა, მისი დასრულება 5 წლის ვადაში მოხდება. გადაწყვეტილება პანდემიიდან და ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე მივიღეთ", - განაცხადა "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა.

ვალერი ჩეხერიამ აღნიშნა, რომ ინდუსტრიული ქალაქის პირველი ეტაპის დასრულების ვალდებულება კომპანიას 2021 წლის სექტემბრამდე გადაუვადდა.

"როგორც იყო ვადებით განსაზღვრული, რომ გარკვეული მოცულობის ინვესტიცია მიმდინარე წლის სექტემბრამდე უნდა განგვეხორციელებინა, ეს ვადა 2021 წლის სექტემბრამდე გადავადდა. შესაბამისად, მომავალი წლის სექტემბრამდე გვაქვს ვალდებულება, პროექტის პირველი ნაწილი დავასრულოთ", - განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში "აჭარა ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ - "ინდუსტრიული ქალაქი" - 11 სექტემბერს გაიმარჯვა და "რადიოქალაქში" 23 მლნ ლარი გადაიხადა. კომპანიამ მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი უნდა განახორციელოს და 4 წლის განვალობაში 8 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები