მათ შორისაა აკრძალვა წიწიბურის, ბრინჯის, ხახვის და ნივრის ექსპორტირებაზე. შესაბამისი გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო და ის ძალაში დღეს შევიდა. ექსპორტის აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს.
სრული სია აკრძალული საქონლის ასე გამოიყურება:
- ხახვი;
- ნიორი;
- ჭვავი;
- ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები;
- წიწიბურა;
- ბრინჯი;
- მზა საკვები პროდუქტები წიწიბურისგან;
- სოიო;
-
და მზესუმზირის მარცვლები.
BMG-იმ საქსტატის საგარეო ვაჭრობის ანალიტიკური პორტალის მეშვეობით დათვალა თუ რა წილი ეჭირა 2019 წლის განმავლობაში ევრაზიულ კავშირსა და რუსეთის ფედერაციას ამ დასახელებების საქონლის მთლიან იმპორტში. საქსტატის მიხედვით, კონკრეტულად წიწიბურის იმპორტის 68% სწორედ ევრაზიულ კავშირზე მოდის.
2019 წლის მთლიანი იმპორტის მონაცემებით, აკრძალული დასახელების საქონლის იმპორტში რუსეთის ფედერაციისა და ევრაზიული კავშირის წილი ასეთია:
1) წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 68% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $186,719 ;2) ბრინჯი - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 11% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $6,741,064 ;
3) ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 18% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $13,251,505 ;
4) მზესუმზირის თესლი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 83% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $7,417,795 ;
5) ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 81% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $1,370,323 ;
ამ აკრძალვის გამო, საქართველო აღნიშნულ პროდუქციას სხვა ქვეყნებიდან შეიძენს.