მიმდინარე სასწავლო წელს სწავლა აღარც ბაგა-ბაღებში აღდგება, თუმცა ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგება ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ bm.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
ბაღის აღსაზრდელებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტების მიღება მშობლებს 2 კვირაში ერთხელ შეუძლიათ.
მერის ინიციატივით, ის კომპანიები, რომლებიც წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებს პროდუქტებით ამარაგებენ, 12 სახეობის საკვებ პროდუქტს დაფასოებული სახით საბავშვო ბაღებს აწვდიან, მათ შორის არის ბოსტნეული, რძის ნაწარმი და ბურღულეული.