მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟაზე თურქი ბიზნესმენის კუთვნილი სასტუმრო „ეიფორიას“ აქციები დაილისტა

5f35632e5719f
თამთა ჯიჯავაძე
13.08.20 19:56
10375
საქართველოს საფონდო ბირჟაზე სასტუმრო „ეიფორიას“ აქციები დაილისტა. ამის შესახებ თავად სასტუმროს მფლობელ კომპანიაში BM.GE-ს განუცხადეს.

კერძოდ, 2020 წლის 11 აგვისტოდან სს "მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ (ს/ნ 445504482) B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. აქციებს მიენიჭა საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB.

ემისიის მოცულობა 54,476,929-ს შეადგენს.

ცნობისთვის, ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორიას" თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ფლობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები