ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო მოტოციკლები პირველად ბათუმში გამოჩნდება. როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მსგავსი მოტოციკლები საჭიროა ტურისტულ ქალაქებში.
„სამედიცინო მოტოციკლეტებს, პირველად ალბათ ბათუმში ვნახავთ. ვინაიდან, ჩვენი გადაწყვეტილებით, პირველად ეს მოტოციკლეტები საჭიროა ტურისტულ ქალაქებში. ვინაიდან იქ გადაადგილებაც უფრო რთულია სასწრაფოსთვის, ასევე არის არამიზნობრივი გამოძახებები, როდესაც შესაძლებელია რომ პარამედიკოსის კომპეტენციით მოხდეს დახმარება და არ არის სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება საჭირო. ასევე არის ელექტრონული ბაზა და ზედამხედველობა, რომელიც დაინერგა სასწრაფოში. მათი ერთობლივი მუშაობით, ჩვენ მოვახდენთ ზარების იმგვარად გაფილტვრას, რომ შევძლებთ სწორად განვსაზღვროთ, თუ რომელ გამოძახებაზე, რომელი ტიპის ექიმი ან პარამედიკოსია გასაგზავნი",- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
მისივე თქმით, სამედიცინო მოტოციკლების გაშვება ბათუმში ზაფხულის სეზონისთვის იგეგმება.