მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიშრომებთ, თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც დაბრუნებას შეძლებენ - ჯანდაცვის ახალი მინისტრი

მიხეილ სარჯველაძე

"დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ, მათ შორის, თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას შეძლებენ", - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, გარკვეული მიზნების მისაღწევად, სამედიცინო საზოგადოებასთან ითანამშრომლებს.

"მინდა, მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრის მიმართ. ჩემთვის პატივია, რომ შესაძლებლობა მექნება, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის სასარგებლო ვიყო. პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც ვთვლი, რომ ამ ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის მქონე ინტელექტუალური საზოგადოებაა, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა: იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება თუ თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით, შევძლებთ, ვიყოთ წარმატებულნი, დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის, თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას", - განაცხადა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის მოქმედი წევრი მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები