შემოსავლების სამსახურმა, ზუგდიდში გატარებული ღონისძიებების შედეგად, 11400 ღერი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.