მსოფლიო ბანკის სტატისტიკა 2020 წლის მონაცემებს ეფუძნება, მაშინ საქართველომ ფულადი გზავნილების სახით $1.88 მილიარდი მიიღო, ხოლო წმინდა გზავნილებმა (სხვაობა გადმორიცხულ და გადარიცხულ თანხებს შორის) $1.55 მილიარდი შეადგინა.
მსოფლიო ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გზავნილების წილი ყველაზე მაღალი საშუალოზე დაბალი შემოსავლიანობის ქვეყნებშია. ამ მხრივ პირველ ადგილზეა ტონგა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის 37% სწორედ გზავნილებით ივსება. მეორე ადგილზე მშპ-ის 28.6%-იანი წილით ტაჯიკეთია, რომლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში არის დასაქმებული. საქართველოს მსგავსად, უკრაინასა და სომხეთშიც ეკონომიკის 10%-ზე მეტი გზავნილებზე არის დამოკიდებული.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასეთია (გზავნილები მშპ-სთან მიმართებით 2020 წლის მდგომარეობით):
1. ტონგა - 37.2%; 2. სომალი - 35.3%;
3. ყირგიზეთი - 31.3%;
4. ტაჯიკეთი - 26.7%;
5. ლესოთო - 25.5%;
6. ელ სალვადორი - 24.1%;
7. ნეპალი - 24.1%;
8. ჰონდურასი - 23.5%;
9. ჰაიტი - 23.2%;
10. იამაიკა - 22.2%;
11. გამბია - 21.9%;
12. ბერმუდა - 20.7%;
13. კოსოვო - 18.9%;
14. ლიბანი - 18.9%;
15. სამოა - 18.6%;
16. ღაზას სექტორი და დასავლეთ სანაპირო - 17%;
17. მოლდოვა - 15.7%;
18. ნიკარაგუა - 14.7%;
19. გვატემალა - 14.7%;
20. კაბო ვერდე - 14.4%;
21. საქართველო - 13.3%;
22. კომორის კუნძული - 13.2%;
23. მარშალის კუნძული - 13.1%;
24. მონტენეგრო - 12.6%;
25. იემენი - 12.2%;
26. უზბეკეთი - 12.1%;
27. ლიბერია - 11.3%;
28. დომინიკელთა რესპუბლიკა - 10.6%;
29. სომხეთი - 10.5%;
30. დომინიკა - 10.4%;
2021 წლის პირველ 9 თვეში, საქართველოში ფულადი გზავნილები 2020 წელთან შედარებით 28%-ით ($ მილიონით) გაიზარდა და რეკორდულ $1.7 მიაღწია. წელს ყველაზე მეტი - $209 მილიონის ფულადი გზავნილი სექტემბერში შემოვიდა, ეს თანხა 2020 წლის სექტემბერთან შედარებით 9%-ით მეტი იყო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან მიიღო, რამაც 2021 წლის 9 თვეში $301 მილიონი შეადგინა. $282.7 მილიონით მეორე ადგილზეა იტალია, $210 მილიონით მესამეზე - აშშ, მეოთხე ადგილს კი $181.5 მილიონით საბერძნეთი იკავებს.
























