მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირებულია

5fb61ef75e2fe
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.20 11:36
968
2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 11.1%-ით შემცირდა და $2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 5-ის ექსპორტი შემცირებულია. მათ შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა ავტომობილების ექსპორტსა (-39.8%) და ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტში (47%). 

2020 წლის 10 თვეში საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:



1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $618 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 17%;



2. მსუბუქი ავტომობილები - $335 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -39.8%;



3. ფეროშენადნობები - $189 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -21%;



4. ყურძნის ნატურალური ღვინოები  - $163 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -8%;


5. სპირტიანი სასმელები - $99.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 4.8%;



6. მინერალური და მტკნარი წყლები - $93.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -16.2%;



7. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $84.8 (წინა წელს ამ საქონლის კოდის ექსპორტი $1 მლნ დოლარი იყო)



8. სამკურნალო საშუალებები - $78.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -47.2%;


9. ოქრო - $77.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 31.1%;



10. თხილი და სხვა კაკალი - $68.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 49.6%.


11 დანარჩენი საქონელი – სულ  $897 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -16.9%.

ჯამურად, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $9.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი $2.7 მილიარდი (11.1%-ით ნაკლები), იმპორტი კი $6.44 მილიარდი იყო (16.6%-ით ნაკლები). 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები