მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ექსპორტში EU-ს წილი მცირდება, დსთ-ის კი - გაიზარდა - სტატისტიკა

6470c223eb077
შოთა ტყეშელაშვილი
26.05.23 18:45
984
საქართველოს დსთ-ს ბაზარზე ოთხჯერ მეტი მოცულობის საქონელი გააქვს ექსპორტზე, ვიდრე ევროკავშირში. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 4 თვეში საქართველომ დსთ-ში ექსპორტი 1.2 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რის შედეგადაც ამ ეკონომიკური გაერთიანების წილმა საქართველოს ექსპორტის 60%-ს მიაღწია.

ევროკავშირში კი ექსპორტი 290 მილიონი დოლარი იყო, რაც მთლიანი ექსპორტის 14.8%-ს შეადგენდა.

ექსპორტში დსთ-ს წილის ზრდა სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს უკავშირდება, რის გამოც საქართველოს მეშვეობით საქონლის ექსპორტი გაიზარდა როგორც რუსეთში, ასევე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.

ეს ცვლილებები აისახა საქართველოს საექსპორტო გეოგრაფიაზეც. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა წელს სომხეთია (წლიური ზრდა 158%); მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 262 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 55%), ხოლო მესამეზე რუსეთი 226 მილიონი დდოლარი (ზრდა 44%).

წლების მიხედვით, ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში ყველაზე მაღალი 2015 წელს იყო და ის 28%-ს შეადგენდა, მას შემდეგ კი ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში თანდათანობით მცირდებოდა. უფრო დეტალურად, ექსპორტის სტატისტიკა იხილეთ გრაფიკზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები