საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
"მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში დასაბრუნებლად და სხვა ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით შეიქმნა სპეციალური განაცხადი/კითხვარი. მოქალაქეების დახმარების ეფექტური ორგანიზების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი/კითხვარი. აღნიშნული განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება"-ნათქვამია განცხადებაში.
განაცხადი/კითხვარი შეგიძლიათ შეავსოთ ელექტრონულად.
მიყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს:
http://newyork.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2735&lang=1