2022 წელს საქართველომ რეკორდული - 5.6 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა უცხოეთში, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, იმის თაობაზე თუ რომელმა კომპანიებმა განახორციელეს გასულ წელს ყველაზე დიდი ღირებულების საქონლის ექსპორტი.
რეიტინგში წამყვან ადგილებს იკავებენ მძიმე წარმოების სფეროში ჩართული კომპანიები, მათ შორის ღვინის მწარმოებელი; სამთომომპოვებელი; ქიმიური მრეწველობის და სხვა სექტორებში მოღვაწე კომპანიები. ასევე ავტომობილებით ვაჭრობით დაკავებული კომპანიები.
საქსტატის განმარტებით, ისინი ვერ გასცემენ აღნიშნულ სტატისტიკას რიგითობის მიხედვით. შესაბამისად, წარმოდგენილ სიაში შემავალი კომპანიები შედიან უმსხვილეს ექსპორტიორთა ოცეულში, თუმცა რომელია მათ შორის პირველ და მეოცე ადგილზე არის უცნობი.
საქართველოს 20 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიის რეიტინგი:
● აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
● სს RMG Copper;
● სს ლომისი;
● სს რუსთავის აზოტი;
● სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები;
● შპს Caucasian Metals Terminal;
● შპს RMG Gold;
● შპს ასკანელი ძმები;
● შპს აჭარა ტექსტილე;
● შპს გეოიმპექს;
● შპს კავკასიის ავტოიმპორტი;
● შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
● შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი;
● შპს ტოიოტა კავკასია;
● შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია;
● შპს ჯეი თი აი კავკასუს;
● შპს ჯეო როუდი;
● შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს;
● შპს ჯი თი ემ გრუპ;
● შპს ჯორჯიან მანგანეზი.