აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობას საქართველოში ახალი დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე შეინ როზენტილი ინიშნება. საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო ცნობად ფინანსთა სამინისტროს მიერ მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია.
ინფორმაცია bm.ge-ს აზიის განვითარების ბანკშიც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ახალი დირექტორი ფაქტობრივად დანიშნულია.
შეინ როზენტილი მანამდე სომხეთში მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორის თანამდებობას იეშიმ ელჰან-კაიალარი იკავებდა, რომელსაც ვადა უკვე ამოეწურა.