მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დანაზოგის შენახვის გზები და ინვესტირების ალტერნატივა - "ფორსაით კაპიტალი"

636f7a74de158
ალა ისპირიანი
12.11.22 17:00
940
ადამიანები, რომელთა შემოსავალი ხარჯს აჭარბებს, ცდილობენ თანხა დააბანდონ, ან მომგებიანად შეინახონ. ამისთვის ისინი უმეტეს შემთხვევაში კომერციულ ბანკში ანაბარს ხსნიან, უძრავ ქონებას ყიდულობენ ან უკეთეს შემთხვევაში ბიზნესს იწყებენ, თუმცა ეს უკანასკნელი დამატებითი სახსრების მოზიდვის გარეშე რთულია. 

რა შეიძლება იყოს, დანაზოგის სარფიანად შენახვის ალტერნატიული გზა, ამაზე Foresight Capital-ის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, არჩილ მელიქაძემ გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა.

მისი თქმით, ამის ალტერნატივა ისეთი ფინანსური ინსტიტუტების შექმნა და განვითარებაა, როგორიც საინვესტიციო ფონდებია.

„ვისაუბროთ, რა უნდა ვუყოთ დანაზოგს, რა ვარიანტებია საქართველოში. ადამიანებმა ეს ან ფულად უნდა შეინახონ, ალბათ, დოლარში ან ევროში, რაც კარგი არ არის, რადგან ინფლაცია ამ ვალუტებშიც არსებობს და ფაქტობრივად უყურებ შენი დანაზოგი ყოველ დღე როგორ მცირდება.

მეორე ვარიანტია უძრავი ქონება, ვთქვათ ბინა შეიძინო და გააქირაო, საიდანაც ყოველთვიურ შემოსავალს მიიღებ, მაგრამ არც ბინაში ფულის ჩადებაა მაინც და მაინც კარგი იდეა, რადგან მართალია უკრაინაში დატრიალებული ამ ომის გამო საქართველოში ბევრი ხალხი შემოვიდა და ბინების ფასმა და ქირამ მოიმატა, მაგრამ მანამდე 15 წლის განმავლობაში ბინებზე ფასი საქართველოში არ გაზრდილა.

კიდევ არის საბანკო დეპოზიტი, რომელზეც შეგიძლია ფული განათავსო და რაღაც პროცენტი მიიღო, მაგრამ დროთა განმავლობაში, რაც უფრო კონკურენტული გახდა საბანკო სფერო და დანაზოგის რაოდენობა გაიზარდა, პროცენტიც შემცირდა.

იმის თქმა მინდა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც დანაზოგის შენახვა უნდათ, დიდი არჩევანი არ აქვთ. ამიტომ ჩვენ გვინდა შევქმნათ ალტერნატიული ადგილი, სადაც ფულს სხვა სურვილების და მოთხოვნის ინვესტორები შეიტანენ. როგორც კი ფონდში ფული დაგროვდება, შემდეგ დგება იმის განთავსების საკითხი და როგორც მრავალფეროვნებას ვუქმნით დამზოგველს, ისევე მრავალფეროვნებას ვუქმნით ბიზნესებს", - განაცხადა ,,ფორსაით კაპიტალის" უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, არჩილ მელიქაძემ.

ცნობისთვის, „ფორსაით კაპიტალი“, როგორც საინვესტიციო ფონდი ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის დაგეგმილი მოცულობა $30 მილიონია, ვადიანობა კი - ხუთი წელი.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები