მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლის რა ნაწილს ხარჯავს მოსახლეობა სურსათის შეძენაზე?

60ae1d2cb3abb
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.21 10:15
• 834
საქსტატმა გამოაქვეყნა შინამეურნეობების (ოჯახების) ხარჯების ამსახველი სტატისტიკა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს ოჯახები თვეში საშუალოდ 1,038 ლარს ხარჯავენ. სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის ხარჯები 2019 წელთან შედარებით 9.4%-ით შემცირდა, რაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისით არის განპირობებული.

ხარჯების სტრუქტურა ასეთია:

სამომხმარებლო ხარჯები - 70.1%;
არასამომხმარებლო ფულადი ხარჯები, მათ შორის ფინანსური ხარჯები - 22.8%;
არაფულადი ხარჯები - 7.1%.

შესაბამისად, ყველაზე მაღალი ხარჯი სამომხმარებლო პროდუქტების და მომსახურებების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯებია. მათ შორის კი 42%-ით პირველ ადგილზე სურსათის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯებია. მთლიანობაში ხარჯების სტრუქტურა ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები