მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ ნაფეტვრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

5dd6360fc9100
BM.GE
21.11.19 11:00
1152
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფეტვრების ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული მონაკვეთი თბილისიდან იწყება და ნაფეტვრების აგარაკებამდე მიდის.

"ნაფეტვრებთან მისასვლელი გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას წლებია უგზოობის პრობლემა აწუხებდა. პრობლემის მოსაგვარებლად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4.6 კმ-იან გზას. განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და განთავდა საგზაო ნიშნები", – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ნაფეტვრების განვითარებას და ამ მიმართულებით მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 490 000 ლარი შეადგინა.