სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, მარეგულირებელმა ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით, 10.75%-იან ნიშნულამდე გაზარდა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზანი სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელებაა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად სომხეთში ინფლაცია 8.8%-იან ნიშნულზეა.
წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაციის დონე სომხეთში 0.7 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა მას შემდეგ შემსუბუქდება, რაც ინფლაცია სამიზნე ნიშნულს მიუახლოვდება.