მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისი ცენტრალი რამდენიმე დღით დაიხურა

5f802f4b96bfd
ინგა მურუსიძე
09.10.20 13:35
3568
"თბილისი ცენტრალი" რამდენიმე დღით დაიხურა, - ინფორმაციას ამის შესახებ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ადამიანები ავრცელებენ.

როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ტვ პირველთან ამბობს, ცენტრალის ადმინისტრაციამ იქ მომუშავე ადამიანები გააფრთხილა, რომ 12 ოქტომბრამდე "თბილისი ცენტრალში" უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები და მაღაზიები ამის შემდეგ გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დადასტურდა "თბილისი ცენტრალში" მდებარე ოქროს ბირჟაზე, რომელიც 18 ოქტომბრამდე დაიხურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები