მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირება მილიონამდე ჯდება

5f859dd7b40b7
ინგა მურუსიძე
13.10.20 16:42
1871
დედაქალაქის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო. როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტირების პირველი ეტაპი მოიცავს საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება. მათივე ცნობით, პროექტირებას შპს „არტ სტუდიო პროექტი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 950 000 ლარია.

მერიაში ირწმუნებიან, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკში მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონები ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად შენარჩუნდება. მათივე ცნობით, პროექტირება მომდევნო წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს.

დედაქალაქის მთავრობაში, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ, რა დაჯდება დენდროლოგიური პარკის საბოლოო რეაბილიტაცია.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ - მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკის პროექტირება. აღდგება ის წყობა, რაც თავის დროზე, ამ პარკის დაგეგმარებისას იყო გათვალისწინებული, მათ შორის, ხელოვნური ტბა, სივრცეები ენდემური ნაირსახეობებით. ეს იქნება უნიკალური ადგილი დასასვენებლად თბილისელებისთვის, ხედით თბილისის ზღვაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები