მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისთან ახლოს სახლის ქირაობა 1 თვით საშუალოდ $3 500 ღირს, გასულ წელს კი 1 500$ ღირდა - "უძრავი ქონების ასოციაცია"

629e0682d7893
ლიკა გურაბანიძე
06.06.22 22:24
3725
თბილისთან ახლოს, აგარაკის ქირაობაზე ფასი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა. “საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” მრჩეველთა საბჭოს წევრი ვაჟა მებაღიშვილი აღნიშნავს, რომ თბილისთან ახლოს სახლის ქირაობა ერთი თვით წელს საშუალოდ $3 500 ღირს, მაშინ, როცა 2021 წელს 1 500$ ღირდა.

მისივე განმარტებით, ფასების მატება აგარაკებზე რუსი და ბელარუსი მიგრანტების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ ავტომატურად გამოიწვია.

“2022 წლის ზაფხულის დადგომასთან ერთად ქალაქგარეთ ბინების გაქირავებაზე ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-50%-მდე გაიზარდა, რასაც ქვეყანაში რუსი და ბელარუსი მოქალაქეების შემოდინებას, ასევე ინფლაციურ პროცესებს ვუკავშირებთ. მოთხოვნა ძირითადად წყნეთზე, საგურამოსა და წავკისზეა. ეს ადგილები ლიმიტირებულია და რთულია ის ყველამ იქირაოს", - აღნიშნა მებაღიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები