25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.22 თეთრით ამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2993 ლარი გახდა. დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ლარი ბოლოს 2021 წლის 17 თებერვალს იყო, მას შემდეგ კი კურსი ყოველთვის 3.30-ზე მაღალი იყო.
სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.53 თეთრით გამყარდა. შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0420 ლარი გახდა.
დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.25 თეთრით გამყარდა. შედეგად მისი ღირებულება 0.3922 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.85 თეთრით შემცირდა და 4.6735 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 მაისიდან შევა ძალაში.
2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.




























