მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ინვესტორი, რომელმაც 2020 წლის I კვარტალში საქართველოში ფული ჩადო

5edf5aa2c172c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.20 13:52
3467
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (283.6 მლნ დოლარი) 41.7%-ით შემცირდა და $165.4 მლნ დოლარი შეადგინა.

BM.GE იმ ინვესტორი კომპანიების TOP ათეულით დაინტერესდა, რომლებმაც წლის დასაწყისში ქვეყანაში ყველაზე დიდი მოცულობის უცხოური ინვესტიცია განახორციელეს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, უმსხვილეს ინვესტორთა შორის კვლავ რჩება შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელიც პანამელი ინვესტორის - ბიძინა ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდის" შვილობილი კომპანიაა.

2020 წლის იანვარ-მარტის TOP-10 ინვესტორი კომპანია:

• შპს მაგთიკომი;
• შპს თბილისი ენერჯი;
• სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
• სს RMG Copper;
• შპს ტოიოტა კავკასია;
• შპს აჭარ ენერჯი-2007;
• შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ;
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
• სს ბიჯეო ჯგუფი;
• შპს რეკან გრუპ ჯორჯია.

შენიშვნა: მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები