მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტორები და კომპანიები, სადაც საქართველოში $28 მილიონის რუსული ინვესტიცია ჩაიდო

64832edce4dbf
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.23 00:00
1035
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 28 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რითიც ის ინვესტიციების მთლიან რეიტინგში თურქეთის შემდეგ მეხუთე ადგილზე გავიდა.შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან ინვესტიციები მინუს 11 მილიონი იყო.

BMG-იმ საქსტატისგან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელ კომპანიებსა და სექტორებზე გადანაწილდა ეს 28 მილიონი დოლარი.

საქსტატის მიხედვით, რუსეთიდან ყველაზე მეტი თანხა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ჩაიდო (13.3 მილიონი დოლარი); შემდეგ ადგილზეა უძრავი ქონების ოპერაციები (4.5 მილიონი დოლარი); მას მოჰყვება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (3.6 მილიონი დოლარი), მეოთხე პოზიციას სამშენებლო სფერო იკავებს 2.2 მილიონით, მეხუთეს კი ვაჭრობა 1.3 მილიონი დოლარით.

რაც შეეხება კომპანიებს, საქსტატის განმარტებით ისინი ვერ გასცემენ რიგითობის მიხედვით რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია, თუმცა შეუძლიათ წარმოადინონ ათეული, სადაც ყველაზე მსხვილი რუსული ინვესტიციები განხორციელდა. ეს კომპანიები ასე ნაწილდება:

• შპს წაღვერი
• სს ნიჟფარმის წარმომადგენლობა საქართველოში
• შპს ალისფერი აფრები
• შპს ახალი თბილისი
• სს წაღვერი რიზორტ
• შპს ჯეთთიქლაუდ
• შპს ჯეოლოგ
• შპს ეიარ-მერიდიანსი
• შპს ალიუდ იუნიტას ჯორჯია
• სს პონტუს

ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსული FDI-ის მოცულობა ასე ნაწილდება:

• 2013 წელი - 8 მილიონი დოლარი.
• 2014 წელი - 88 მილიონი დოლარი;
• 2015 წელი - 52 მილიონი დოლარი;
• 2016 წელი - 28 მილიონი დოლარი;
• 2017 წელი - 52 მილიონი დოლარი;
• 2018 წელი - 84 მილიონი დოლარი;
• 2019 წელი - 63 მილიონი დოლარი;
• 2020 წელი - 42 მილიონი დოლარი;
• 2021 წელი - 76 მილიონი დოლარი;
• 2022 წელი - 71 მილიონი დოლარი;
• I კვ. 2023 წელი - 28 მილიონი დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მინუს 11 მილიონი.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა, საიდანაც 239.6 მილიონი ჩაიდო. ამ ქვეყნიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 630%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა იაპონია 63 მილიონის საინვესტიციო ნაკადით, ამ ქვეყნიდან შემოსული FDI პირველ კვარტალში 700%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები