მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 3 სახელმწიფო ქონება, რომელიც I კვარტალში რუსეთის მოქალაქეზე გასხვისდა

6262c2fd43860
ანუკა ჯოხაძე
23.04.22 00:00
3638
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის I კვარტალში 82 სახელმწიფო ქონება გასხვისდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს რიცხვი 89 იყო.

თუმცა მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ წელს უფრო მეტი შემოსავლის მიღება შეძლო. პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 44 მილიონს გადააჭარბა, როცა შარშან პირველ კვარტალში პრივატიზებიდან მხოლოდ 14 მილიონი ლარის შემოსავალი მივიღეთ. 

სამი ყველაზე მსხვილი ქონება, რომლის გასხვისებაც სახელმწიფომ ბოლო თვეებში შეძლო რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია.

მათ შორისაა მიხაილოვის საავადმყოფო, რომელიც 16 მილიონად გაიყიდა და შპს "ჰანსის" საკუთრებაა. შპს “ჰანსის” მფლობელი კი რუსეთის მოქალაქე შალვა ბრეუსია.

ასევე 10 მილიონად მე-7 ცდაზე გაყიდული რიყის დოქების გასხვისებაც რუსულ კაპიტალთან არის დაკავშირებული. დავით ხიდაშელი, რომელიც რიყის დოქების დღევანდელი მფლობელია წლების განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის პრეზიდენტი იყო.

მესამე ყველაზე მსხვილი გარიგება თბილისში ნავთლუღის ქუჩაზე არსებულ ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს უკავშირდება. ნაკვეთი 2.5 მილიონად შპს ინტერსითიმ იყიდა, რომლის მფლობელი კომპანია შპს აგროსექტორია. აგროსექტორი კი თავის მხრივ სრულად რუსეთის მოქალაქეების, დავით სოსლან ძასოხოვისა და ნელი ელბაქიძის მფლობელობაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები