აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის კორონავირუსთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. ამის შესახებ მედია გამოცემა CNN-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სი ძინპინმა მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება აღმოუჩინოს აშშ-ს საჭიროების შემთხვევაში. მან გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეპიდემია ბოლო პერიოდში სწრაფად ვრცელდება აშშ-ში.
„ამ ეტაპზე აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ორივე მხარე მნიშვნელოვნად დააზარალოს, ამიტომ თანამშრომლობა პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჩვენს შორის უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა“, - განაცხადა სი ძინპინმა.
დონალდ ტრამპი კი Twitter-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე შემდეგი ინფორმცია გაავრცელა:
„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. განვიხილეთ კორონავირუსი, რომელიც ჩვენი პლანეტის დიდ ნაწილს აკოტრებს. ჩინეთმა ბევრი რამ გამოიარა და ვირუსის ღრმა ცოდნა აქვს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა სამედიცინო ინვენტარის მიწოდებისათვის ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
27 მარტის მონაცმემბით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამად ჩინეთზე მეტია. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცრების 85,604 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი (ბოლო 24 სთ-ში +169), გარდაიცვალა 1,301 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +6), ხოლო გამოჯანმრთელდა 1,868 ინფიცირებული.