მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა

649061798a562
გიორგი თოლორდავა
19.06.23 18:16
638
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფება. ამერიკელი დიპლომატი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს პირადად შეხვდა.

დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ლიდერებმა გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის: რუსეთ-უკრაინის ომზე, ტაივანზე, ვაჭრობასა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე.

30-წუთიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბლინკენმა განაცხადა, რომ გარკვეულ საკითხებზე მხარეებს შორის სტრატეგიული შეთანხმება მიღწეულია, თუმცა თავად საკითხების იდენტიფიცირებისგან დიპლომატმა თავი შეიკავა.

ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება პრეზიდენტ სი ძინპინს უკავშირდება, ის პირობას დებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩინეთის მთავრობა რუსეთს იარაღით არ დაეხმარება.

პრეზიდენტთან საუბრის გარდა, გუშინ ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ცინ კანგს შეხვდა. დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები თითქმის 8 საათი გაგრძელდა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა შეხვედრა შეაფასა, როგორც გულწრფელი და კონსტრუქციული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები