მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციას საკარანტინე სივრცეების დაქირავება 10.5 მლნ ლარი დაუჯდება

5e78d5af0811a
შოთა ტყეშელაშვილი
23.03.20 19:25
1574
23 მარტის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში 3320 ადამიანი იმყოფება, ამ ადამიანებს უახლოეს მომავალში ევროპიდან სპეციალური რეისებით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოთხოვნა გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე. გასაფორმებელი ხელშეკრულებების საპროგნოზო ღირებულებად 10,517,823 ლარი არის მითითებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განაცხადზე გადაწყვეტილება 26 მარტამდე უნდა მიიღოს.

სახელმწიფო შესყიდვის განაცხადს თან ახლავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილის მიერ 20 მარტს ხელმოწერილი ბრძანება.

“გადაუდებელი აუცილებლობის არსებობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ.

დაევალოს სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამმართველოს სამეურნეო და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებას „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს № 13 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება,”- ნათქვამია ბრძანებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 61 და გამოჯანმრთელების 8 შემთხვევა არის აღრიცხული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები