უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე შეთანხმება მიღწეულია. შეთანხმებას ხელი უკრაინის, რუსეთის, თურქეთის წარმომადგენლებმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა მოაწერეს.
რუსეთის დელეგაციას, სტამბოლში, სადაც შეთანხმება გაფორმდა, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ მსოფლიო სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოში უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.
ომის დაწყების შემდეგ საკვებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ უკრაინის პორტების განბლოკვა მნიშვნელოვანი გახდა. ოდესის პორტში, დაახლოებით, 20 მლნ ტონა მარცვლეულია გაჩერებული და უკვე რამდენიმეა თვეა მისი ექსპორტი ვერ ხდება.
როგორც BBC წერს, თურქეთი ინპექტირებას გაუწევს გემებს, რათა მარცვლეულის ნაცვლად იარაღი არ გადაიტანონ.




























