მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ - პუტინი

სს

რუსული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ".

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.

„დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო. მოსკოვი საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება“, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები