მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის მიმართ საბანკო სანქციებისა და ტარიფების დაწესებას განვიხილავ - ტრამპი

ტრამპი ზელენსკი პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის დაბომბვის გამო რუსეთისთვის ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესებას განიხილავს.

„იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად “ურტყამს” უკრაინას ბრძოლის ველზე, გადაჭრით განვიხილავ მასიური საბანკო სანქციებისა და ტარიფების დაწესებას რუსეთის მიმართ, სანამ არ შეწყდება ცეცხლი და არ მიიღწევა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება. რუსეთი და უკრაინა, ახლავე დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სანამ გვიანი არ არის“, - წერს ტრამპი თავის სოციალურ მედიაპლატფორმა Truth Social-ზე.

ტრამპის მუქარა მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთმა 7 მარტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ძლიერი დარტყმა მიიტანა დრონებითა და რაკეტებით.

რამდენიმე დღით ადრე, ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა აშშ-ის სამხედრო დახმარება და დაზვერვის მონაცემების გაზიარება უკრაინისთვის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უთანხმოების გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები