მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UNWTO: TOP-ქვეყნები ტურიზმიდან შემოსავლების მიხედვით

5de24121a67bc
მარიამ ადამია
30.11.19 18:20
2045
სად და რამდენს ხარჯავენ ტურისტები მოგზაურობისას? - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO)  მონაცემებით, 2018 წელს საერთაშორისო მოგზაურებმა ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი, ჯამში, 570 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ადვილად გადასაადგილებელ კონტინენტი, სადაც ადამიანები ქალაქიდან ქალაქში სწრაფად და მარტივად მოგზაურობენ როგორც - სარკინიგზო, ასევე საავტომობილო გზით და სადაც საერთო ვალუტაა, არის ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც იმოგზაურა ევროპაში 710-მა მილიონმა ტურისტმა. ეს მაჩვენებელი, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც იგულისხმება ავსტრალია და სხვა ბევრი პატარა კუნძული, 348 მილიონ ტურისტს უტოლდება, ხოლო მათ მიერ დახარჯული თანხა 435 მილიარდი დოლარია. მართალია, ევროპას ჩამორჩება, თუმცა წინა წელთან შედარებით მაინც პოზიტიური რიცხვებია, რადგან ტურისტების რიცხვი 7%-ითაა გაზრდილი, რაც ამ კონტინენტის ქვეყნების შემოსავალზეც აისახა. განსაკუთრებით მაკაოზე, რომლის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა სწორედ ტურიზმია.

ამერიკის შეერთებულ შტატებს კი, 2018 წელს, 216 მილიონი ტურისტი ესტუმრა, ხოლო მათ მიერ დახარჯული თანხა 333 მილიარდს უტოლდება; საინტერესოა, რომ ერთი ადამიანი აქ მოგზაურობისას საშუალოდ ათას 542 დოლარს ხარჯავს.

რაც შეეხება, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს, UNWTO-ს მიხედითვი, გასულ წელს იქ 60 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა და ჯამურად 73 მილიარდი დოლარი დახარჯეს; ერთი მოგზაურის საშუალო ხარჯი კი, 1,216 დოლარი იყო. და ბოლოს, აფრიკაში 2018 წელს 67 მილიონი ადამიანი ჩავიდა, მათგან მიღებული შემოსავალი 38 მილიარდი დოლარია, ხოლო ერთი ტურისტის საშუალო ხარჯი - 567 დოლარი, თუმცა ეს რიცხვები, ცხადია, გლობალური ტურიზმის სურათს სრულად ვერ ასახავს და ქვეყნების მიხედვით, ჩაშლილად შესახლოა ერთმა აზიურმა ქვეყანამ, სამ ევროპულს გადააჭარბოს როგორც მოგზაურებით, ისე - შემოსავლებით.

რაც შეეხება ჩაშლილად ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას, ათეულში პირველი პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებს უჭირავს - 214 ,5 მილიარდი დოლარით და 79.6 მლნ მოგზაურით; დანარჩენ პოზიციებს შემდეგი ქვეყნები ინაწილებენ:

ესპანეთი - დახარჯული თანხა - 73,8 მლრდ, მოგზაური - 82.2 მლნ.
საფრანგეთი - დახარჯული თანხა - 67.7, მოგზაური - 89.4 მლნ.
ტაილანდი - დახარჯული თანხა - 63 მლრდ, მოგზაური - 38.3 მლნ.
დიდი ბრიტანეთი - დახარჯული თანხა - 51.9 მლრდ, მოგზაური - 36.3 მლნ.
იტალია - დახარჯული თანხა - 49.3 მლრდ, მოგზაური - 62.1 მლნ
ავსტრალია - დახარჯული თანხა - 45 მლრდ, მოგზაური - 9,2 მლნ.
გერმანია - დახარჯული თანხა - 43 მლრდ, მოგზაური - 38.9 მლნ.
იაპონია - დახარჯული თანხა - 41.1 მლრდ, მოგზაური - 31.2 მლნ.
ჩინეთი - დახარჯული თანხა - 40.4 მლრდ, მოგზაური - 62.9 მლნ.

მართალია, ჩინეთი TOP-10-ში ბოლო ადგილზეა, თუმცა ყველაზე მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს შორის ლიდერები არიან, რადგან მათ ერთი წლის განმავლობაში, 277 მილიარდი დოლარი დახარჯეს მოგზაურობაში, რაც გაცილებით მეტია ამერიკელების დანახარჯებზე, რომელიც 144 მილიარდს უტოლდება.

რაც შეეხება საქართველოს, 2018 წელს ქვეყანაში ჩამოსულმა საერთაშორისო ვიზიტორებმა 3 მლრდ დახარჯეს. ასეთივე მაჩვენებელი დაფიქსირდა აზერბაიჯანშიც. შედარებით ცოტა - 1 მლრდ დახარჯეს ტურისტებმა მეზობელ სომხეთში; თურქეთმა კი, გასულ წელს ტურიზმიდან 25 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.