საქართველოში შემოსულმა 442 ათასმა ვიზიტორმა ოქტომბერში $337 მილიონი დოლარი დახარჯეს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 114.5 მილიონი დოლარი რუსეთის მოქალაქეებმა დახარჯეს. მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდან შემოსულმა ვიზიტორებმაც 34 მილიონი დოლარი ხარაჯეს. ტურიზმის შემოსავლებით, მესამე ადგილს ისრაელი იკავებს, რომლის მოქალაქეებმაც 28 მილიონი დოლარი დახარჯეს.
რაც შეეხება მთლიანად 2022 წელის, 10 თვეში ვიზიტორებმა 2.8 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 2.8-ჯერ მეტია. აქედან ყველაზე მეტი თანხა 678 მილიონი დოლარი საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქებმა დახარჯეს.
























