ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო მოძრაობა უხვი ნალექის გამო, აღნიშნულ მონაკვეთის გზის სავალ ნაწილზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო აიკრძალა.