მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„Wizz Air-ის“ რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხს მალე გადავწყვეტთ" - თურნავა

5f63104f90f44
ინგა მურუსიძე
17.09.20 11:27
1425
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება „Wizz Air-ის“ მიერ რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასევე ავიაკომპანია „Ryanair-თან“ და წლის ბოლომდე ფრენებს ისიც აღადგენს.

„ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო გადავიდა ადაპტაციის ეტაპზე. ეს კი ნიშნავს, რომ აკრძალვების მაგივრად ვაპირებთ ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად. ჩვენი ეკონომიკა იმუშავებს და ეს ნიშნავს საზღვრების მეტ გახსნილობას. ჩვენ დღესდღეობით უფრო აქტიურად ვიყენებთ PCR ტესტების მიდგომას, ვიდრე კარანტინისას, რაც ერთი მხრივ, ამცირებს იმპორტირებული ინფიცირების რისკებს და ეტაპობრივად ვხსნით ფრენებს.

მაგალითად, სექტემბერში 90-მდე ფრენაა დაგეგმილი. უახლოეს დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას „Wizz Air-ის“ რეგულარული ფრენების ეტაპობრივ აღდგენასთან დაკავშირებით უსაფრთხო მიმართულებებით. ასევე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები „Ryanair-თან“, თუ რა ფორმით და მიმართულებით აღდგება ფრენები. მიმდინარე წელს ესეც განხორციელდება“, - განაცხადა ნათია თიურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები