"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია კოალიციური გუნდის წარდგენის ღონისძიებას მართავს. როგორც მან განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეების პოზიციას მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე და ზურაბ ჯაფარიძე დაიკავებენ.
ცნობისთვის, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან, 30 ოქტომბერს გაიმართება.