მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულ ბანკისა და პარლამენტის შენობებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

სები

იუსტიციის სახლის შენობასთან, სადაც ეროვნული ბანკი მდებარეობს, ასევე, პარლამენტის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები იმართება, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები ნათია თურნავას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, ბრიფინგი გამართა და ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს, თბილისში საპროტესტო აქციები რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დააანონსა.

17:00 საათზე ეროვნულ ბანკთან აქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ დააანონსა.

"ეროვნულ ბანკთან (იუსტიციის სახლის შენობა) ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას. ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში გადის კანონის ფარგლებს მიღმა და სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს... ანგრევს, ირგებს და ფეხქვეშ თელავს ყველა უწყებასა თუ ინსტიტუციას. დღეს კი ღიად განაცხადა, რომ არ აღიარებს სანქციებს, მეტიც, ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ეფესბეს აგენტი დაიცვას. შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, მიმდინარეობს ქვეყნის ბელარუსიზაცია და ამას წინ უნდა აღვუდგეთ!" - წერს მელია.

აქცია ასევე დააანონსა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ 19:00 საათზე მოუწოდა. 

“მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, 7 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, იმისთვის, რომ მათ შორის, სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ ყველა ერთად. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქის ჩართულობა", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. 

საპროტესტო აქციბისკენ მოუწოდა ხალხს ფრაქცია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც, რომელიც ამ წუთებშიც ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე იმყოფება.

„აქციები და საერთო პროტესტი! რუსული კრიმინალური მმართველობა საქართველოში არ იქნება… ვიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია!“ - წერს ხაზარაძე.

მოვუწოდებ ქალბატონ თურნავას, გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება და გადადგეს - მამუკა ხაზარაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები