მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებ ქალბატონ თურნავას, გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება და გადადგეს - მამუკა ხაზარაძე

ლელო

“მოვუწოდებ ქალბატონ თურნავას, რომ სასწრაფოდ გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება და გადადგეს”, - ამის შესახებ ფრაქცია “ლელოს” წევრმა, მამუკა ხაზარაძემ, ეროვნული ბანკის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე “TV პირველს” განუცხადა.

“ეს არის ლუსტრაცია ადამიანთა ძალიან ფართო ჯგუფისა, რომლებიც ემსახურებიან არა საქართველოს ინტერესებს, არამედ ოკუპანტი რუსეთის ინტერესებს. ეს არის ნათელი დადასტურება, აქ არანაირი კოსმეტიკაც აღარ სჭირდებათ ამისათვის.

ამიტომ, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ვიცე პრეზიდენტებსა და მრჩეველს, რომლებიც გადადგნენ, ეს არის ღირსეული საქმე და ნათლად გამოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის, თურნავას გადაწყვეტილება, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა კომერციულ ბანკებთან”, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

“ლელოს” ლიდერი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს გადაწყვეტილების გაუქმებისა და გადადგომისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებ ქალბატონ თურნავას, რომ სასწრაფოდ გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი და საბანკო სექტორი არის ის ინდუსტრია, სადაც ინახება ჩვენი პენსიონერების, ოჯახების და ყველა დანაზოგი. რაც უფრო გაიწელება მისი გადადგომა, პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი მოქალაქეების ანაბრებს”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად დღეს თბილისში, ოპოზიციური პარტიების მიერ, სამი სხვადასხვა საპროტესტო აქცია დაიგეგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები