მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაწყვეტილებით, რომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგეს სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მოქალაქეებს ვინც ამ სისტემით სარგებლობს - "ლელო"

ლელო
BM. GE
19.09.23 22:50
49
სტატიაში საუბარია:

პარტია "ლელო" საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომ სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგეს, განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითებაა, რითაც სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას და ყველა მოქალაქეს ვინც ამ სისტემით სარგებლობს.

"სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის სრულად მიტაცებული და რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითება ვერავინ გაბედავდა ეროვნული ბანკის მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას.

 საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრული სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ინტერესების გატარებაში ბრალდებული პირის ინტერესების დასაცავად, სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას და ყველა მოქალაქეს ვინც ამ სისტემით სარგებლობს, ეს ნაბიჯი არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასი.

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი, ნათია თურნავას და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს კიდევ ერთი მაგალითია ამ ხელისუფლების არაადექვატურობის და ანტიეროვნულობის.

ამ გადაწუვეტილებით საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლოტიკას. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზოს საბოტაჟს", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ:  მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.

დღეს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები