მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

ოთარ ფარცხალაძე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი დღეს აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

განცხადების თანახმად, სავარაუდოდ, FSB-ს ოფიცერი ალექსანდრ ონიშენკო ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. 

"ონიშჩენკო და FSB ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოხდენაში იყენებენ,"- წერია განცხადებაში. 

პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი სუბიექტი დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რომელშიც ფარცხალაძეს 50% ეკუთვნის:

კომპანიების ჩამონათვალი:

  • LLC MOSCOW BUSINESS BROKERAGE  
  • LLC INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები