მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს

63d76d7e6cc1c
ინგა მურუსიძე
30.01.23 11:12
892
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. მისი თქმით, ხაბეიშვილმა 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები