სამეწარმეო დიზაინერ ზვიად ციკოლიას განცხადებით, დილით მის ბუტიკში მომხდარი ყაჩაღობისას, მძარცველებმა მაღაზიიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს.
„ვერ მოასწრეს ვერაფრის წაღება, სიგნალიზაცია რომ ჩაირთო, გაიქცნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი ადგილზეა. მთელ ბამბის რიგს დაუარეს“, - განუცხადა BM.GE-ის ზვიად ციკოლიამ.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს დილის 06:30 საათზე ბამბის რიგში მდებარე ზვიად ციკოლიას ბუტიკი ორმა პირმა გატეხა და მისი გაქურდვა სცადა.