მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს მგფ-მა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 365 მლნ ლარი დახარჯა

5e301061486dc
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.20 15:10
903
2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 365 მლნ ლარი დახარჯა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მუნიციპალური განვითარების ფონდის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს 250 პროექტი დაიწყო, საიდანაც 70 პროექტი უკვე დასრულებულია.

„ფონდის პროექტები ძირითადად რეგიონებში ხორციელდება და სხვა სფეროების მსგავსად, ამ მიმართულებითაც, გასულ წელს, ასევე რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა. მოხერხდა არაერთი ისტორიულ-კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტული ნაგებობების მშენებლობა, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მათ შორის, გამყოფი ხაზის სოფლებში, ასევე ფონდის ეგდით მიმდინარეობს დევნილთა საცხოვრებელი სახლების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტი 2019 წელს 367 მლნ ლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით მეტია და ამ თანხის სრულად ათვისება მოხერხდა. დაახლოებით 250 პროექტი დაიწყო ფონდმა გასულ წელს, საიდანაც 70 პროექტი უკვე დასრულებულია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მგფ-ის დასრულებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა: ვანის მუზეუმის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, ბათუმისა და ქობულეთის ნაპირდაცვის სამუშაოები, ასურეთის შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია და სხვა.

„მხოლოდ 2019 წელს ამ პროექტებზე დასაქმებული იყო 15 000 ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ქართულ კომპანიებს ვეხმარებით, რათა გაძლიერდნენ და მიიღონ გამოცდილება, რაც ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე მათზე მოთხოვნილებას გაზრდის. ჩვენ გვჭირდება ბევრი პროფესიონალი და კონკურენტული კომპანია, რადგან კიდევ უფრო მასშტაბურია 2020 წლის გეგმები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.