მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის TOP-10 ინვესტორი კომპანია

640ae8d3445a0
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.23 12:31
1346
2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური პირდაპირი ინვესტიციის სახით 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია. აღსანიშნია, რომ ინვესტიციების ეს მოცულობა 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურია.

კონკრეტული სფეროების მიხედვით, ინვესტიციებში პირველ ადგილზე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია, რისი მიზეზიც სავარაუდოდ ის არის, რომ ქვეყნის ყველა ძირითადი კომერციული ბანკი უცხოური აქციონერების საკუთრებას წარმოადგენს, ქვეყნის ორი უმსხვილესი საფინანსო ჯგუფი კი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. მეორე ადგილს სექტორებს შორის უძრავი ქონება, მესამეს კი წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა წარმოადგენს.

BM.GE-მ საქსტატიდან უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. გასულ წელს საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით კომპანიების TOP-10-ეული ასეთია:

1. შპს მაგთიკომი
2. შპს თბილისი ენერჯი
3. სს ენერგო - პრო ჯორჯია
4. შპს ტოიოტა კავკასია
5. სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ
6. შპს აკვალია საქართველო
7. შპს სითი ლოფტი
8. სს ბიჯეო ჯგუფი
9. შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
10. ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი


ცნობისთვის: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები